DisboFLOOR 449
პოლიურეთანის 1 კომპონენტიანი, პიგმენტირებული და ელასტიური დანაფარი – აივნების, ტერასების და ღია სივრცეების იატაკებისათვის. ძლიერი გადაწყვეტა გამძლეობასა და ეკონომიურობის კომბინაციაში.

გამოყენების სფეროები
პიგმენტირებული, ელასტიური, 1K პოლიურეთანის დანაფარი, აივნების, ტერასების და ღია სივრცეების იატაკებისათვის. ბეტონის, ცემენტის და ასფალტის ზედაპირებისათვის. განსაკუთრებით შესაფერისია, შედარებით ტენიანი ზედაპირებისთვის.
თვისებები
- დატვირთვებისადმი ხანგრძლივად მედეგი
- ატმოსფერული მოვლენებისადმი და ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მედეგი
- ქიმიური ნივთიერებების მიმართ კარგი მედეგობა
- კარგი წმენდადობა, დაბალი ცვეთადობა
- ბზარების დაფარვის უნარი
მასალის შემკვრელი
1 კომპონენტიანი პოლიურეთანი, ტენიანობის პირობებში გამყარების უნარით. შეიცავს გამხსნელებს.
შეფუთვის ზომები
6 კგ, 12 კგ ლითონის სათლი.
ფერი
- Kieselgrau (დაახლ. RAL 7032),
- Lichtgrau (დაახლ. RAL 7035)
ინდივიდუალური ფერები მოთხოვნით.
სიპრიალის ხარისხი
პრიალა.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 6 თვეა. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე
ტექნიკური პარამეტრები
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1.1 გ/სმ3.
- მშრალი ფენისს სისქე: დაახლ. 68 μm/100 გ/მ2.
- სიხისტე “შორი”-ის მიხედვით (A/D): 95/35 DIN 53505-ის მიხედვით.
- ფარდობითი წაგრძელება გაწყვეტისას: დაახლ. 230%, DIN EN ISO 527-ის მიხედვით.