Akkordspachtel fein

170.00

გამოსაყენებლად მზა, დისპერსიული პასტისებრი ფითხი – შიდა სამუშაოებისთვის.

არტიკული: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

დანიშნულება

უნივერსალური პასტისებრი სარემონტო ფითხი – მცირე დეფექტების მქონე ზედაპირების, სიცარიელის და ბზარების შესავსებად. არათანაბრად შებათქაშებული ზედაპირების ან მონოლითური ბეტონის გასასწორებლად. აგრეთვე კედლებისა და ჭერის გლუვ ზედაპირებზე, წვრილად სტრუქტურირებული ლაქების მოსაშორებლად.

Caparol Akkordspachtel-ი ასევე გამოიყენება კაპაროლის კედლის დეკორატიული მოპირკეთების მეთოდიკის: Stucco Decor Di Luce და Stucco Satinato-ს ზედაპირების წინასწარი მომზადებისთვის.

გამოდგება თაბაშირ მუყაოს ფილებზე – Q3 ან Q4 დონის ზედაპირის ხარისხის მისაღწევად, BVG -ბროშურის No2 და BFS – ბროშურის No12 მონაცემების შესაბამისად.

ფენის სისქე – ერთ სამუშაო სვლაში: 0 – დაახლ. 6 მმ, ობიექტზე არსებული გარემო პირობებიდან გამომდინარე (ტემპერატურა,ტენიანობა)

თვისებები

  • მარტივი მოხმარება დატანისა და გასწორებისას
  • წყალდისპერსიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო და სუსტი არომატის მქონე
  • მაღალი ადჰეზიის უნარი
  • კარგად შრება და მყარდება
  • მშრალ მდგომარეობაში შესაძლებელია მოზუმფარება, სველ მდგომარეობაში მოპრიალება
  • დიფუზიის უნარით
  • აალების საშიშროების კლასიფიკაცია: A2-s1,d0 – DIN EN 13501-1-ის მიხედვით
  • მინიმალური ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს

მასალის შემკვრელი

პლასტიკური დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით.

შეფუთვის ზომები

სათლი – 25 კგ.

ფერი

ბუნებრივი თეთრი

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

დამხმარე პროდუქტები

Caparol-Füllspachtel P, როგორც ფილიგრანული ჭერის სახსრის შემავსებელი.

ნესტიანი სივრცეებისთვის:
Akkordspachtel KF
Histolith Renovierspachtel
Histolith Feinputz

დამატებითი ინფორმაცია
Size

25