DisboFLOOR 326 RAPID
პიგმენტირებული, ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მედეგი, მდგრადი 2 კომპონენტიანი რეაგირებადი ფისი. სწრაფი და დაბალტემპერატურული გამყარების უნარით. განახლებული რეცეპტურა.

გამოყენების სფეროები
გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისას, როგორც: დამასრულებელი დანაფარი (შემავსებლით ან მის გარეშე) – ეპოქსიდური და მყარი პოლეურეთანის საგრუნტი ფენების დასაფარად. მაგალითად: საწარმო და სასაწყობო ობიექტებზე, ოფისებში და მოსაცდელ სივრცეებში და ასევე გაყიდვის წერტილებში, როგორც მზიდუნარიანი ეპოქსიდური და ასევე მყარი პოლეურეთანის დანაფარების, შერემონტება – განახლებისთვის. ასევე გამოიყენება, როგორც: შიდა სივრცეებში არსებული მყარი ასფალტის დასაგრუნტად, სადაც საჭიროა დანაფარის სწრაფი გამკვრივება, და ზედაპირის კარგი სიმტკიცე.
ემისიის შემამცირებელი ფორმულის წყალობით, DisboFLOOR 326 RAPID-ი განსაკუთრებით შესაფერისია „მგრძნობიარე“ სივრცეებში გამოსაყენებლად, მაგალითად: მოხუცთა თავშესაფარები, სავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები და მოსაცდელი ოთახები, საბავშვო ბაღები და სკოლები. მაღალი ადჰეზიის უნარის წყალობით, საიმედოა ტემპერატურისა და ტენიანობის ძლიერი რყევების შემთხვევაშიც კი, ასევე DisboFLOOR 320 RAPID-თან და სხვა DISBON-ის საგრუნტავ მასალებთან კომბინაციაში.
თვისებები
- სწრაფი და დაბალტემპერატურული გამყარების უნარი
- ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მედეგი
- შუქმედეგი, კარგი ფერის მქონე
- თითქმის უსუნო
- შემცირებული ემისიები შემადგენლობაში, (AgBB-konform & Eurofins IAC Gold დ ამოწმება)
- ქიმიური ნივთიერებების მიმართ კარგი მედეგობა
- არ შეიცავს საღებავის დატენიანებისთვის ხელისშემშლელ ნივთიერებებს
- შემოწმებული დეკონტამინაციის უნარი
მასალის შემკვრელი
2 კომპონენტიანი სპეციალური ფისი, რომელიც დაფუძნებულია ასპარტინის მჟავას ეთერზე.
შეფუთვის ზომები
- 7 კგ. ლითონის კომბინირებული კონტეინერი
- 25 კგ. შეფუთვა (კომპ. A: 17,5 კგ. ლითონის სათლი, კომპ. B: 7 კგ. ლითონის სათლი)
ფერი
დაახლ. RAL 7032 Kieselgrau (7 კგ. ლითონის კომბინირებული სათლი).
ინდივიდუალური ფერები შეკვეთით.
სიპრიალის ხარისხი
პრიალა.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში
შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 9 თვეა.
ტექნიკური პარამეტრები
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,4 გ/სმ3
- მშრალი ფენის სისქე: დაახლ. 72 μm/100 გ/მ2
- გაცვეთის მაჩვენებელი ტაბერის მიხედვით (CS 10/1000 U/1000 g): დაახლ. 52 მგ/30 სმ2
- სიხისტე “შორი”-ის მიხედვით (A/D): დაახლ. D 76
- ფარდობითი წაგრძელება გაწყვეტისას: დაახლ. 15 % (500 Вμm ფენის სისქე)
- სიბლანტე: დაახლ. 1.700 mPas