DisboFLOOR 420 E.MI PLUS
შემცირებული ემისიების მქონე, გამჭვირვალე, 2 კომპონენტიანი ეპოქსიდური ფისის საგრუნტავი მასალა – მინერალური ზედაპირების მქონე იატაკების დასაგრუნტად. განსაკუთრებით შესაფერისია შედარებით ტენიანი ზედაპირებისათვის.

გამოყენების სფეროები
ემისიის შემამცირებელი ფორმულის წყალობით, DisboFLOOR 420 E.MI PLUS-ი განსაკუთრებით შესაფერისია „მგრძნობიარე“ სივრცეებში გამოსაყენებლად, მაგალითად: მოხუცთა თავშესაფარები, სავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები და მოსაცდელი ოთახები, საბავშვო ბაღები და სკოლები. მაღალი ადჰეზიის უნარის წყალობით, საიმედოა ტემპერატურისა და ტენიანობის ძლიერი რყევების შემთხვევაშიც კი, ასევე DisboFLOOR 475 E.MI PLUS-თან და სხვა DISBON-ის საღებავებთან კომბინაციაში.
ასევე გამოიყენება, როგორც საგრუნტი დანაფარი, საფითხი საშუალება, გამათანაბრებელი ფენა და ხსნაროვანი დანაფარები, მინერალურ ზედაპირებზე – იატაკის საფარების (საღებავების) ქვეშ, მაგალითად: საწარმო და სასაწყობო ობიექტებზე, ოფისებში და მოსაცდელ სივრცეებში და ასევე გაყიდვის წერტილებში.
ასევე გამოიყენება, როგორც შემკვრელი – კვარცის ქვიშის ნარევისთვის: DisboADD 946 Quarzsandmischung-ი (0,01 – 2,0 მმ) – მაღალი ცვეთამედეგობის მქონე, ინდუსტრიული დანაფარების შესაქმნელად და დაზიანებული უბნების ხელახალი პროფილირებისათვის. მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირების შესაქმნელად და ბზარების შესავსებად. როგორც ბეტონის დაცვა – ხელს უშლის ბეტონის ძალიან სწრაფად (ნაადრევად) გაშრობას.
თვისებები
- შემცირებული ემისიები შემადგენლობაში
- ბენზილის სპირტისა და ალკილფენოლის გარეშე
- კარგი შეღწევადობის უნარი
- ძალიან კარგი ფიქსაცია ბეტონის ზედაპირზე
- შესაფერისია გაზრდილი/ნარჩენი ტენიანობის მქონე (მაქს. 6%) ზედაპირებისთვის
- არ შეიცავს საღებავის დატენიანებისთვის ხელისშემშლელ ნივთიერებებს
- შემოწმდა ტენიანობის ზემოქმედებაზე 56 და 250 დღის განმავლობაში
მასალის შემკვრელი
დაბალი სიბლანტის 2 კომპონენტიანი ეპოქსიდური ფისი, სრულიად მყარი, გერმანული სამშენებლო ქიმიკატების ნორმების მიხედვით.
შეფუთვის ზომები
1 კგ, 5 კგ, 10 კგ ლითონის კომბინირებული კონტეინერი,
25 კგ. შეფუთვა (კომპ. A: 17,5 კგ ლითონის სათლი, კომპ. B: 7,5 კგ ლითონის სათლი)
ფერი
გამჭირვალე
ტექნიკური პარამეტრები
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,1 გ/სმ3
- მშრალი ფენის სისქე: დაახლ.90 μm/100 გ/მ2
- გაცვეთის მაჩვენებელი ტაბერის მიხედვით: (CS 10/1000 U/1000 g): დაახლ. 43 მგ/30 სმ2
- ელასტიურობის სიმტკიცე კონიგის-ის მიხედვით: დაახლ. 197 წმ
- კომპრესიული ძალა: დაახლ. 89 N/მმ2