Disbon 404 ELF
1K-Acryl-Bodensiegel
ერთკომპონენტიანი, პოლიურეთანით გაძლიერებული – აკრილატის დამცავი დანაფარი, იატაკის ზედაპირებისთვის. შემცირებული ემისიების მქონე და გამხსნელების გარეშე. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.

გამოყენების სფეროები
დამცავი დანაფარი მინერალური იატაკის ზედაპირებისთვის – შიდა და გარე სამუშაოებისთვის. ასევე, შიდა სივრცეებში არსებული, საშუალო დატვირთვების მქონე მყარი ასფალტის ზედაპირებისთვის.
თვისებები
- გამხსნელებისა და პლასტიზატორების გარეშე (ELF)
- შემცირებული ემისიები შემადგენლობაში, (AgBB-konform & Eurofins IAC Gold დამოწმება)
- პოლიურეთანით გაძლიერებული
- ატმოსფერული მოვლენებისადმი და ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მედეგი
- ძალიან კარგი წმენდადობის უნარი
- ძალიან კარგი აბრაზიული წინააღმდეგობა
- გაზრდილი ცვეთამედეგობა
- ელასტიური
მასალის შემკვრელი
პოლიურეთანით გაძლიერებული მეთაკრილატის დისპერსია
შეფუთვის ზომები
სტანდარტული
2,5 ლ, 5 ლ, 12,5 ლ.
ColorExpress
2,5 ლ, 7,5 ლ, 12,5 ლ.
ფერი
სტანდარტული
- 12,5 ლ: Betongrau (დაახლ. RAL 7023), Steingrau (დაახლ. RAL 7030), Kieselgrau (დაახლ. RAL 7032), Achatgrau (დაახლ. RAL 7038)
- 2,5 ლ, 5 ლ: Steingrau (დაახლ. RAL 7030), Kieselgrau (დაახლ. RAL 7032), Achatgrau (დაახლ. RAL 7038)
ინდივიდუალური ფერები შეკვეთით.
ColorExpress
შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის სისტემის აპარატების მეშვეობით – 28.000-ზე მეტ ფერთა ტონალობებში. ინდივიდუალური ფერების შერჩევა შესაძლებელია FloorColor plus-ის ფერთა კოლექციიდან. სასურველი ფერის მიხედვით, შეაფერადეთ ბაზა 1, ბაზა 2 ან ბაზა 3 – ColorExpress-ის სისტემის აპარატის მეშვეობით.
ულტრაიისფერი გამოსხივების და ამინდის ზემოქმედებისას, შესაძლებელია ფერის და ფაქტურის ცვლილება. ასევე ორგანულმა საღებავებმა (მაგალითად: ყავა, წითელი ღვინო და ფოთლები) , ან ქიმიურმა ნივთიერებებმა (მაგალითად: სადეზინფექციო საშუალებები, მჟავები და ა.შ) შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება. ეს არ ახდენს გავლენას მასალის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის თვისებებზე.
სიპრიალის ხარსხი
აბრეშუმისებრი მქრქალი.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 2 წელია. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე.
ტექნიკური პარამეტრები
SD მნიშვნელობა: დაახლ. 0,9მ. (300 μm მშრალი ფენის სისქეზე)
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,3 გ/სმ3
- მშრალი ფენის სისქე: დაახლ. 45 μm/100 მლ/მ2
- გაცვეთის მაჩვენებელი ტაბერის მიხედვით (CS 10/1000 U/1000 g): დაახლ. 160 მგ/30 სმ2
- ფარდობითი წაგრძელება გაწყვეტისას: დაახლ. 45 %