DisboPOX W 443
გამჭვირვალე 2 კომპონენტიანი – ეპოქსიდური ფისის საგრუნტავი მასალა, წყლის საფუძველზე. მინერალური ზედაპირების მქონე იატაკების დასაგრუნტად და გასაჟღენთად.

გამოყენების სფეროები
უფერო გამჟღენთი მინერალური ზედაპირების მქონე იატაკებისათვის და წყლის საფუძველზე არსებული ეპოქსიდური დანაფარების მქონე იატაკების ქვეშ – საგრუნტი სამუშაოების შესასრულებლად. ემისიის (გაფრქვევა) შემამცირებელი ფორმულის წყალობით, DisboPOX W 443 განსაკუთრებით შესაფერისია„მგრძნობიარე“ სფეროებში გამოსაყენებლად, მაგალითად: მოხუცთა თავშესაფარები, სავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები და მოსაცდელი ოთახები, საბავშვო ბაღები და სკოლები. შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე.
თვისებები
- ორთქლდიფუზიური
- შესაფერისია მქრქალი, ნამიანი ცემენტის ზედაპირებისთვის
- შემცირებული ემისიები შემადგენლობაში
- შემოწმებულია და კონტროლდება მავნე ნივთიერებებზე
მასალის შემკვრელი
2 კომპონენტიანი – ეპოქსიდური ფისი, წყლის საფუძველზე.
შეფუთვის ზომები
5 კგ, 10 კგ, პლასტმასის კომბინირებული კონტეინერი.
ფერი
გამჭირვალე.
ულტრაიისფერი გამოსხივების და ამინდის ზემოქმედებისას, შესაძლებელია ფერის და ფაქტურის ცვლილება. ასევე ორგანულმა საღებავებმა (მაგალითად: ყავა, წითელი ღვინო და ფოთლები) , ან ქიმიურმა ნივთიერებებმა (მაგალითად: სადეზინფექციო საშუალებები, მჟავები და ა.შ) შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება. ეს არ ახდენს გავლენას მასალის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის თვისებებზე.
სიპრიალის ხარისხი
პრიალა.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 1 წელია. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე.
ტექნიკური პარამეტრები
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,0 გ/სმ3
- მშრალი ფენის სისქე: დაახლ. 30 μm/100 გ/მ2
- დიფუზიის მიმართ წინააღმდეგობისმაჩვენებელი μ (H2 O): დაახლ. 38.000