DisboPOX W 447
2 კომპონენტიანი – ეპოქსიდური ფისის საღებავი წყლის საფუძველზე, კედლების შესაღებად და იატაკების, რომელზეც შესაძლოა იმოძრაოს საბურავიანმა ტრანსპორტმა. ასევე დაბალი ან საშუალო დატვირთვების მქონე იატაკების შესაღებად.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.

გამოყენების სფეროები
იატაკის ზედაპირები:
მინერალური იატაკის ზედაპირებისთვის და მყარი ასფალტის ზედაპირებისთვის, ინდუსტრიული და კომერციული შენობების შიდა სივრცეებში გამოსაყენებლად. მაგალითად: წარმოება, მომარაგების და სავაჭრო სივრცეები, კომუნალური მომსახურების სფეროები, საქვაბე ოთახები, საწყობები, არქივები, მაღაზიები, საცავები, დერეფნები და გადასასვლელები, ავარიული გასასვლელები და კიბის უჯრედები.
კედლის ზედაპირები:
კედლის მინერალური ზედაპირებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან ნესტის, ძლიერი ქიმიური და სადეზინფექციო ნივთიერებების ზემოქმედებას. მაგალითად: სავადმყოფოები, სავენტილაციო უჯრედები, ლაბორატორიები, კვების და სასმლის ინდუსტრიული წარმოებები. Capaver Glasgewebe და Capadecor AkkordVlies-Z-ის შპალერის შუალედური და დამასრულებელი ფენა.
თვისებები
- სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი
- შესაფერისია და შემოწმებულია კვების მრეწველობაში გამოსაყენებლად
- დეზინტამინაციის მიმართ მედეგობა DIN 25 415-ის შესაბამისად
- დიფუზიური
- შემცირებული ემისიები შემადგენლობაში (გაფრქვევა)
მასალის შემკვრელი
2 კომპონენტიანი – ეპოქსიდური ფისი, წყლის საფუძველზე
შეფუთვის ზომები
სტანდარტული
5 კგ, 10 კგ პლასტმასის კომბინირებული კონტეინერი,
40 კგ კონტეინერი.
ColorExpress
10 კგ პლასტმასის კომბინირებული კონტეინერი.
ფერი
სტანდარტული
5 კგ კონტეინერი: Kieselgrau (დაახლ. RAL 7032).
10 კგ კონტეინერი: Kieselgrau (დაახლ. RAL 7032), Betongrau (დაახლ. RAL 7023), Lichtgrau (დაახლ. RAL 7035), Achatgrau (დაახლ. RAL 7038), Cremeweiß (დაახლ. RAL 9001), Weiß/თეთრი.
40 კგ კონტეინერი: Kieselgrau (დაახლ. RAL 7032), Lichtgrau (დაახლ. RAL 7035), Achatgrau (დაახლ. RAL 7038). ინდივიდუალური ფერები შეკვეთით.
ColorExpress
მასალის შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის სისტემაში არსებულ 21000-ზე მეტ ფერის ტონში. ექსკლუზიური ფერის არჩევა ასევე შესაძლებელია FloorColor plus-ის ფერთა კოლექციიდან. ულტრაიისფერი გამოსხივების და ამინდის ზემოქმედებისას, შესაძლებელია ფერის და ფაქტურის ცვლილება. ასევე ორგანულმა საღებავებმა (მაგალითად: ყავა, წითელი ღვინო და ფოთლები) , ან ქიმიურმა ნივთიერებებმა (მაგალითად: სადეზინფექციო საშუალებები, მჟავები და ა.შ) შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება. ეს არ ახდენს გავლენას მასალის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის თვისებებზე.
სიპრიალის ხარისხი
აბრეშუმისებრი პრიალა, G2
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 18 თვეა. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე
ტექნიკური პარამეტრები
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,4 გ/სმ3
- მშრალი ფენის სისქე: დაახლ 35 μm/100 გ/
- დიფუზიის მიმართ წინააღმდეგობის მაჩვენებელი μ (H2 O): მ2 დაახლ. 40.000
- გაცვეთის მაჩვენებელი ტაბერის მიხედვით: 99 მგ/30 სმ2