DisboPUR W 458

2K-PU-Versiegelung

გამჭვირვალე, 2 კომპონენტიანი პოლიურეთანის ფისი – წყლის ბაზაზე. მქრქალი დამცავი შრის მოსაწყობად, ინტერიერის მყარი და ხისტი შენაღები ზედაპირებისთ ვის.

აღწერა

გამოყენების სფეროები

ემისიის (გაფრქვევა) შემამცირებელი ფორმულის წყალობით, DisboPUR W 458 2K-PUVersiegelung-ი განსაკუთრებით შესაფერისია „მგრძნობიარე“ სფეროებში გამოსაყენებლად, მაგალითად: მოხუცთა თავშესაფარები, სავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები და მოსაცდელი ოთახები, საბავშვო ბაღები და სკოლები. მსუბუქი დატვირთვების მქონე, მყარი და ხისტი – პოლიურეთანის და ეპოქსიდური დანაფარების მქრქალი დაფარვისათვის – შიდა სამუშაოებისას. DisboPUR W 458 2K-PU Versiegelung არის Disboxid Stonecolor – სისტემის ნაწილი. ასევე Disboxid MultiСolor სისტემის ნაწილი, როგორც – დამატებითი, დამლუქავი დანაფარები – შიდა სამუშაოებისთვის და Disboxid ArteFloor სისტემის ნაწილი, მქრქალი ზედაპირის მისაღწევად – შიდა სამუშაოებისას. პროდუქტ: DisboADD 947 Glasperlen, Fine-თან ერთად (75 – 150 μm) გამოიყენება – ზედაპირზე მოცურების წინააღმდეგობის გაზრდისთვის.

თვისებები

  • შემცირებული ემისიები შემადგენლობაში
  • დიფუზიური
  • ზრდის დაკაწვრის მიმართ მედეგობას
  • კარგი მედეგობა ულტრაიისფერი სხივების და ქიმიკატების მიმართ
  • ამცირებს სინათლის არეკვლას პრიალა დანაფარებიდან

მასალის შემკვრელი

2 კომპონენტიანი – პოლიურეთანის ფისი, წყლის საფუძველზე.

შეფუთვა

  • 4 კგ, პლასტმასის კომბინირებული კონტეინერი
  • 12 კგ, პლასტმასის კომბინირებული კონტეინერი

ფერი

გამჭირვალე.

ულტრაიისფერი გამოსხივების და ამინდის ზემოქმედებისას, შესაძლებელია ფერის და ფაქტურის ცვლილება. ასევე ორგანულმა საღებავებმა (მაგალითად: ყავა, წითელი ღვინო და ფოთლები) , ან ქიმიურმა ნივთიერებებმა (მაგალითად: სადეზინფექციო საშუალებები, მჟავები და ა.შ) შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება. ეს არ ახდენს გავლენას მასალის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის თვისებებზე.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 9 თვეა. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმჭიდროვე: დაახლ. 1,05 გ/სმ3
  • მშრალი ფენის სისქე: დაახლ 44 μm/100 გ/მ2
  • გაცვეთის მაჩვენებელი ტაბერის მიხედვით: 17 მგ/30 სმ2