DisboXID 462
გამჭვირვალე 2 კომპონენტიანი – ეპოქსიდური ფისის საგრუნტავი მასალა, მინერალური ზედაპირების მქონე იატაკების დასაგრუნტად.

გამოყენების სფეროები
მინერალური ზედაპირების მქონე იატაკების დასაგრუნტად და გასაჟღენთად.
გლუვი ან მოცურების საწინააღმდეგო დანაფარების შესაქმნელად – ბზარების დალუქვა/შევსებისათვის.
შეიძლება გამოყენებულ იქნას Disbon-ის ავტოფარეხების სისტემებში: OS 8, OS 10 და 11 a + b, როგორც ზედაპირების გამათანაბრებელი/შემავსებელი საშუალება (ფითხი).
ასევე გამოიყენება, როგორც შემკვრელი – პროდუქტისთვის: DisboADD 946 Quarzsandmischung (კვარცის ქვიშის ნარევი), 0,01 – 2,0 მმ, მაღალი ცვეთამედეგობის მქონე ინდუსტრიული დანაფარების შესაქმნელად და დაზიანებული უბნების ხელახალი პროფილირებისათვის.
თვისებები
- მაღალი შეღწევადობის უნარი
- მოპრიალებადი
- ქიმიური ნივთიერებების მიმართ კარგი მედეგობა
- სისველის მიმართ ხანგრძლივი მედეგობა
- მექანიკური დატვირთვების მიმართ უკიდურესად მედეგი
- აკმაყოფილებს DIN EN 1504-2 მოთხოვნებს: ბეტონის ზედაპირის დაცვის სისტემები
- შემცირებული ემისიები შემადგენლობაში
- შემოწმდა ტენიანობის ზემოქმედებაზე 56 და 250 დღის განმავლობაში
- არ შეიცავს საღებავის დატენიანებისთვის ხელისშემშლელ ნივთიერებებს
მასალის შემკვრელი
დაბალი სიბლანტის 2 კომპონენტიანი ეპოქსიდური ფისი, სრულიად მყარი, გერმანული სამშენებლო ქიმიკატების ნორმების მიხედვით.
შეფუთვის ზომები
2,5 კგ. ლითონის კომბინირებული კონტეინერი,
10 კგ. ლითონის კომბინირებული კონტეინერი,
25 კგ. შეფუთვა (კომპ. A: 18,75 კგ. სათლი, კომპ. B: 6,25 კგ. ლითონის კონტეინერი),
800 კგ. შეფუთვა (კომპ. A: 200 კგ. ბარელი (3x), კომპ. B: 200 კგ. ბარელი (1x)).
ფერი
გამჭირვალე
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.
ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 2 წელია. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე.
ტექნიკური პარამეტრები
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,1 გ/სმ3
- მშრალი ფენის სისქე: დაახლ. 95 μm/100 გ/მ2
- ელასტიურობის სიმტკიცე “König’-ის მიხედვით: დაახლ. 130 წმ.
- სიხისტე “შორი”-ის მიხედვით (A/D): დაახლ. D 80
- შეკუმშვის ძალა: მ ასალის შემკვრელი > 70 N/მმ² – ხსნარი: 1:10 > 95 N/მმ²
- სიბლანტე: 20 °C, დაახლ. 430 mPas
- მოღუნვის დაჭიმვის სიმტკიცე: მასალის შემკვრელი დაახლ. 75 N/მმ² – ხსნარი 1:10 დაახლ. 30 N/mm²