HaftGrund EG

228.00

ადჰეზიური საგრუნტავი მასალა დისპერსიული და დისპერსიულ – სილიკატური საღებავებისთვის. გამოიყენება შიდა სამუშაოებისთვის. მინიმალური ემისიით. არ შეიცავს გამხსნელებს.

ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:

599 09 70 03 – სოსო

551 15 72 29 – ნიკა

ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.

არტიკული: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

დანიშნულება

თეთრი პიგმენტის შემცველი სპეციალური საგრუნტავი საღებავი შიდა სამუშაოებისთვის, სინთეტიკურ-დისპერსიული ან დისპერსიულ-სილიკატური საღებავებით საბოლოო დაფარვამდე. ადჰეზიური საფარი გლუვი ზედაპირებისთვის, როგორებიც არის – თაბაშირის ფილები, ბეტონი, ასევე ნაკლებ შემწოვი მინერალური ბათქაშები PIc – PIII, თაბაშირის და მზა ბათქაშები PIV და თაბაშირის სამშენებლო ფილები. საგრძნობლად ამცირებს თაბაშირის ფილებზე ფითხის თხელი ფენის დასკდომის საშიშროებას. ასევე გამოიყენება როგორც საგრუნტავი საფარი გლუვ, ნაკლებ შემწოვ ზედაპირებზე ნებისმიერი სახის შპალერის გასაკრავად.

თვისებები

  • მინიმალური ემისიით, გამხსნელების და დამარბილებლების გარეშე
  • მარტივია გამოყენებისას, წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად სუფთა, უსუნო
  • მაღალი ადჰეზიურობა ქვედა ფენის მიმართ
  • კარგი დაფარვის უნარი
  • სადრუნტავი მასალა დისპერსიულ-სილიკატური საღებავებისთვის შეუსაბამო ზედაპირებზე
  • დიფუზიის უნარის მქონე, Sd -მნიშვნელი 0,03 მ (შეფერადებისას შესაძლებელია გადახრა ტექნიკური მონაცემებიდან)

მასალის შემკვრელი

მოდიფიცირებული სინთეტიკური დისპერსია DIN 55945-ს შესაბამისად.

შეფუთვა

სტანდარტული შეფუთვა: 5 ლ. 12,5 ლ.

ფერი

თეთრი

Haftgrund EG-ი ფერადდება CaparolColor-ის კატალოგში მოცემული ფერებით, მაქსიმუმ 25%-ით, ან AVA კოლორანტებით. ასევე მისი შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის ფერთა კოლექციის ყველა ფერზე, რომელთა სიღიავის კოეფიციენტი არ აღემატება 70-ს. შეფერადებისას იკარგება Haftgrund EG-ის კონსერვანტებისაგან თავისუფალი თვისება.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

სიმკვრივე: დაახლოებით 1,7 გ/სმ3

დამატებითი ინფორმაცია
Size

12.5

,

5