PutzGrund 610
₾221.00
ადჰეზიის უნარისა და მაღალი დონის დაფარვის მქონე, წყალდისპერისული სპეციალური საგრუნტავი საღებავი მზიდუნარიანი მინერალური ზედაპირებისათვის.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.
დანიშნულება
გამოიყენება ადჰეზიის გასაძლიერებლად ზედაპირსა და სინთეტიკური და სილიკონის ფისის ბაზაზე დამზადებული, სილიკატის დისპერსიულ, მინერალურ და ფერად ქვანარევ ბათქაშებს შორის, რაც საკმაოდ ამარტივებს ზემოთ ხსენებული მასალების შემდგომ დაფარვას და სტრუქტურირებას.
მუშაობს ფასადის თბოსაიზოლაციო სისტემებზე, ისეთებზე, როგორებიცაა: Capatect-WDV-System A+B, Capatect-VHF-System (იხ. ცხრილი მე-2 გვერდზე). გარდა ამისა, გარე სამუშაოებისას მისი დატანა ზედაპირზე ამცირებს წყლის შეწოვის უნარს, რადგან გრუნტის ფენა აკავებს ფითხის დაზიანებულ ადგილებში გამოჟონილ წყალს.
Putzgrund 610 ასევე გამოიყენება, როგორც სტრუქტურის მიმცემი საგრუნტავი მასალა, იმ შემთხვევებში, როდესაც შემდგომი დანაფარის სახით წარმოდგენილია ლაზურები Arte-Lasur-ი და Deco-Lasur-ი, ასევე, როგორც საგრუნტავი მასალა Capadecor-Putz-ის და Capadecor-Calcino-ს დატანამდე.
თვისებები
- ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისადმი
- ჰიდროფობული/ჰიდრომაიზოლირებელი
- მაღალი დონის ფარვის უნარით
- მაღალი დონის ადჰეზიურობა
- წყალდისპერსიული
- ეკოლოგიურად სუფთა
- სუსტი არომატის მქონე
- ფერადდება ColorExpress-ით
- “არაწვადი” ან “ძნელად აალებადი”, დამოკიდებულია Capatec-WDV-System-ის ან Capatect-VHF-System-ის სტრუქტურაზე
მასალის შემკვრელი
სინთეტიკური მასალის დისპერსია, DIN 55945 სტანდარტის შესაბამისად.
შეფუთვა
თეთრი: 8, 16 და 25 კგ
ფერი
თეთრი
PutzGrund-ი ფერადდება CaparolColor-ის კატალოგში მოცემული ფერებით, მაქსიმუმ 25%-ზე, ან AVA კოლორანტებით. ასევე მისი შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის ფერთა კოლექციის ყველა ფერზე, რომელთა სიღიავის კოეფიციენტი არ აღემატება 70-ს.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და ყინვისგან დაცულ ადგილას.
ტექნიკური პარამეტრები
სიმკვრივე: დაახლ. 1,6 კგ/სმ3
| Size |
25 ,8 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
HaftGrund EG
OptiSilan TiefGrund
PutzGrund 610
Sylitol® Konzentrat 111
TiefGrund TB
TiefGrund TB
ალპინა საგრუნტავი 10L
უნაკლო საბოლოო შედეგისათვის
მოხმარებისათვის გამზადებული, ღრმად შემღწევი და გამამაგრებელი საგრუნტავი. გრუნტის გამოყენება ამცირებს მომდევნო დანაფარების ხარჯს და ხელს უწყობს საბოლოო შედეგის მიღებას ზოლებისა და ლაქების გარეშე. განსაკუთრებით გამოსადეგია კირ-ცემენტის ბათქაშებისათვის, ვიზუალურად თანაბარი ზედაპირების მისაღებად.- ძალიან კარგი საფუძველი შიდა და გარე სამუშაოებისთვის
- საღებავის ნაკლები ხარჯი
