Indeko-plus
₾323.00
რესურსების დამზოგავი და კონსერვანტების გარეშე, უმაღლესი კლასის ინტერიერის საღებავი.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.
დანიშნულება
უმაღლესი ხარისხის კედლის და ჭერის საღებავი, ყველანაირი ინტერიერის ზედაპირებისათვის. Indeko-plus-ს გააჩნია გაორმაგებული ფარვის უნარი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში საკმარისია ერთი ფენა ხარისხიანი ზედაპირის დასაფარად. შრება ძალიან სწრაფად, ამიტომ საუკეთესო არჩევანია ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა რემონტი და ექსპლუატაციაში შესვლა უნდა მოხდეს მოკლე ვადებში.საღებავს არ ახასიათებს ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს, ამიტომ არც დატანის და არც შრობის პროცესში არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.
გამოყენების სფერო
Indeko-plus-ს არ გააჩნია დამახასიათებელი სუნი, ამიტომ მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება შემდეგ ობიექტებზე: საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფარები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, პანსიონები, კაფეები, ოფისები, ადმინისტრაციული დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, საბავშო ბაღები და კერძო საცხოვრებელი ფართები.
თვისებები
- წყალდისპერსიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო, პრაქტიკულად უსუნო
- არ შეიცავს ცარცავად და დამქრქალავ აქტიურ ნივთიერებებს
- ადვილად ნაწილდება ზედაპირზე
- გაორმაგებული დაფარვის უნარი
- სითეთრის მაღალი ხარისხი
- მარტივად შემავსებელი, არ ყვითლდება
- ორთქლგამტარი, sd-< 0,1 მ.
საღებავის ბაზა
ხელოვნური ნივთიერებების დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით
შეფუთვის ზომები
- სტანდარტული შეფუთვა: 2,5 ლ, 5 ლ, 10 ლ, 12,5 ლ.
- ColorExpress: 1,25 ლ, 2,5 ლ, 5 ლ, 7,5 ლ, 12,5 ლ.
ფერი
თეთრი
Indeko-plus -ის შეფერადება შესაძლებელია CaparolColor-ის ხელის კოლორანტებით, ან AmphiColor® Voll- und Abtönfarben-ით. თუ ერთზე მეტი შეფუთვა არის შეფერადებული ხელის კოლორანტით, მაშინ სავალდებულოა ყველა შეფუთვის ერთმანეთში გულდასმით შერევა, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვაობა ფერებში (აჭრელება) ზედაპირზე. Indeko-plus-ის შეფერადება შესაძლებელია ასევე მანქანურად ColorExpress-სისტემის ყველა პოპულარული ფერით. გამოყენებამდე რეკომენდირებულია საღებავის სასინჯი დატანა, რათა გამოირიცხოს აცდენა სასურველ ტონთან. ერთი ზედაპირის შეღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი. ინტენსიური ფერების გამოყენებისას (მაგალითად: წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი), სასურველია ზედაპირი ჯერ დაიგრუნტოს საბოლოო ფერთან მიახლოებული პასტელური ტონით თეთრ ბაზაზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი შეღებვა.
სიპრიალის ხარისხი
განსაკუთრებულად მქრქალი – DIN EN 13300-ის მიხედვით.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.
ტექნიკური პარამეტრები
- სველი მოხეხვის კლასი – 1, მორეცხვისადმი მედეგი DIN 13 300-ის მიხედვით
- კონტრასტი: დაფარვის კლასი – 1, მაჩვენებელი: 8 მ²/ლ და 125 მლ/მ2
- ნაწილაკების მაქსიმალური ზომა: 100 მიკრონი (< 100 μm)
- სიმჭიდროვე: დაახლოებით 1.4 გ /სმ 3
- ორთქლგამტარიანობა – (sd): < 0,1 м.
| Size |
10 ,2.5 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
AcrylFassadenfarbe
Amphisilan
CapaDIN
Latex Gloss 60
Muresko
Sylitol® Finish 130
ThermoSan NQG
ალპინა ბავშვის ოთახის ბ1
ბავშვის ჯანმრთელი გარემოსათვის
აბრეშუმისებრი მქრქალი, მდგრადი საღებავი ბავშვის ოთახისათვის, ფერების უსაზღვრო მრავალფეროვნებით. საღებავი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. პროდუქტს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ოთახის ჰაერზე და ამგვარად თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე, როგორც გამოყენების დროს, ისე მშრალ მდგომარეობაში.- წყალდისპერსიული
- ეკოლოგიურად სუფთა
- მარტივი დასამუშავებლად
- ბოლოებისა და წიბოების შესანიშნავი დაფარვა
- გამძლეობა დიდი დატვირთვების მიმართ
- სველი მოხეხვის 2 კლასი DIN EN 13 300 სტანდარტის მიხედვით
