Caparol Samtex 3
₾237.00
ღრმად მქრქალი ლატექსური საღებავი ინტერიერისათვის, გამხსნელებისა და მავნე ნივთიერებების გარეშე.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.
დანიშნულება
მოხეხვის მიმართ მედეგი, ზედაპირების სტრუქტურის შემანარჩუნებელი საღებავი – გლუვი, მქრქალი და ელეგანტური დანაფარების შესაქმნელად. საუკეთესოდ გამოდგება სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და შუშა-შპალერის დასაფარად. მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე. სამუშაოების და შრობის დროს არ გამოიყოფა ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები.
გამოყენების სფეროები
სკოლები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები.
თვისებები
- წყალდისპერსიული, ეკოლოგიური, მინიმალური სუნით
- გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფებისაგან თავისუფალი
- სითეთრის მაღალი ხარისხი
- კარგი ფარვის უნარი
- ორთქლგამტარი
- მარტივი მოხმარებისათვის
მასალის შემკვრელი
ხელოვნური ფისის დისპერსია.
შეფუთვის ზომები
- ბაზა 1:2,5 ლ; 5ლ; 10ლ; 15 ლ.
- გამჭვირვალე ბაზები: 2 და 3 შეფერადების შემდეგ: 2,5ლ; 5ლ; 10ლ.
ფერი
- ბაზა 1 (თეთრი): შესაძლებელია შეფერადების (კოლირების) გარეშე გამოყენება.
- ბაზები 2 და 3 (გამჭვირვალე): გამოიყენება მხოლოდ შეფერადების შემდეგ.
Samtex 3 ბაზა 1. დასაშვებია დამოუკიდებლად შეფერადება საღებავების – CaparolColor ან AVA დამატებით.დამოუკიდებელი შეფერადებისას ფერის ტონის აცდენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აურიოთ მთელი საღებავი. ერთი ფერის საღებავის 100 ლ. და მეტის დაკვეთის, ან მოთხოვნის შემთხვევაში საღებავების კოლერება ხდება ქარხანაში
Samtex 3 . კოლირდება მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემით CaparolColor, Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციების ყველა ტონებში.ინტენსიურ და სუფთა ტონებს, მაგალითად: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ა.შ., გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე (ბაზა 1). შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი ფენის დატანა.
სიპრიალის ხარისხი
ღრმად მქრქალი
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.
ტექნიკური პარამეტრები
- ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 мкм, S1
- სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3
| Size |
10 ,2.5 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
CapaDIN
Capamur Finish
PremiumClean
PremiumColor
Sylitol® Finish 130
ალპინა ბავშვის ოთახის ბ1
ბავშვის ჯანმრთელი გარემოსათვის
აბრეშუმისებრი მქრქალი, მდგრადი საღებავი ბავშვის ოთახისათვის, ფერების უსაზღვრო მრავალფეროვნებით. საღებავი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. პროდუქტს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ოთახის ჰაერზე და ამგვარად თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე, როგორც გამოყენების დროს, ისე მშრალ მდგომარეობაში.- წყალდისპერსიული
- ეკოლოგიურად სუფთა
- მარტივი დასამუშავებლად
- ბოლოებისა და წიბოების შესანიშნავი დაფარვა
- გამძლეობა დიდი დატვირთვების მიმართ
- სველი მოხეხვის 2 კლასი DIN EN 13 300 სტანდარტის მიხედვით
ალპინა სილიკონის ფასადის საღებავი
ბათქაშზე, აგურსა და ბეტონზე
ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი, სილაკსანით გაძლიერებული წყალ-დისპერსიული საღებავი მაღალი ფარვით ფასადური სამუშაოებისთვის. ახასიათებს დაბალი წყალგამტარიანობა, მაღალი ელასტიურობა, ძალიან მაღალი დიფუზიური შესაძლებლობით (DIN EN 1062), განსაკუთრებულად გრძელვადიანი, მარტივად დასატანი და ეკოლოგიური.- ნალექების მიმართ მედეგი
- წყალხსნადი და გარემოსათვის უვნებელი
- მარტივი დამუშავება
- წვიმისაგან კარგი დაცვა
- მაღალი დიფუზიურობა, კლასი V1 DIN EN 1062 სტანდარტის მიხედვით
