PremiumClean
₾503.00
დვილად წმენდადი ინტერიერის საღებავი, ძლიერი დატვირთვების მქონე ზედაპირებისათვის.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.
დანიშნულება
ინტერიერის საღებავი მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის. საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას. მქრქალი ზედაპირის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო ჭუჭყის მოცილება ადვილად არის შესაძლებელი. Premium Clean-ი კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით და ამიტომ შესაფერისია მაღალი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მქონე სივრცეებში, მაგალითად: საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფრები, კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ. საღებავი ასევე გამოიყენება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, კერძო და საცხოვრებელ სექტორში – ყველა იმ სივრცეში, რომელიც ძლიერ დაბინძურებას ექვემდებარება.
თვისებები
- წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სუსტი არომატის მქონე
- დაბინძურების მიმართ რეზისტენტული
- მაღალი წმენდადობის უნარი
- არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ ნივთიერებებს
- გააჩნია დიფუზიის უნარი
- გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით
საღებავის ბაზა
პოლიმერული დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით
ფერი
თეთრი
PremiumClean -ის შეფერადება შესაძლებელია არა უმეტეს 10% CaparolColor Vollton- und Abtönfarben-ის ან AmphiColor Vollton- und Abtönfarben-ის ხელის კოლორანტების მეშვეობით. ასეთ შემთხვევებში, ფერთა სხვაობის თავიდან ასაცილებლად, მასალის საჭირო რაოდენობა სრულად უნდა იქნას შერეული ერთმანეთში. ერთი ტონალობის 100 ლიტრის და მეტი პროდუქტის შეძენისას შესაძლებელია დაკვეთით ქარხნული წესით შერევა.
PremiumClean -ის შეფერადება შესაძლებელია აგრეთვე ColorExpress-ის სისტემის აპარატით, არსებული ფერების შესაბამისად – ღია და საშუალო ფერთა ტონალობებში. მუქი და ინტენსიური ფერების მისაღებად, გამოიყენეთ საღებავი- PremiumColor-ი. აპარატით შეფერადებისას, ფერზე დაყენებული პროდუქტი დატანამდე უნდა შეედაროს სასურველ ფერს, რათა გამორიცხულ იქნას ფერთა სხვაობა. ერთი ზედაპირის ღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.
სიპრიალის ხარისხი
ღრმად მქრქალი (DIN EN 13 300-ის შესაბამისად).
ტექნიკური პარამეტრები
მახასიათებლები დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 13 300_ის საფუძველზე: კოლირების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უმნიშვნელო აცდენა ტექნიკურ პარამეტრებთან.
- სველი მოხეხვის კლასი: 1, მორეცხვისადმი მედეგი DIN 53778-ის მიხედვით
- კონტრასტი: დაფარვის კლასი 2 , მაჩვენებელი: 7 კვ / მ და 140 მლ / მ 2
- მაქსიმალური ნაწილაკების ზომა: fein (< 100 μm)
- სიმჭიდროვე: დაახლოებით 1.34 გ / სმ 3
| Size |
12.5 ,5 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
Amphibolin
Amphisilan
Caparol Samtex 7
Indeko-plus
Latex Gloss 60
Sylitol® Finish 130
ThermoSan NQG
ალპინა ბავშვის ოთახის ბ1
ბავშვის ჯანმრთელი გარემოსათვის
აბრეშუმისებრი მქრქალი, მდგრადი საღებავი ბავშვის ოთახისათვის, ფერების უსაზღვრო მრავალფეროვნებით. საღებავი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. პროდუქტს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ოთახის ჰაერზე და ამგვარად თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე, როგორც გამოყენების დროს, ისე მშრალ მდგომარეობაში.- წყალდისპერსიული
- ეკოლოგიურად სუფთა
- მარტივი დასამუშავებლად
- ბოლოებისა და წიბოების შესანიშნავი დაფარვა
- გამძლეობა დიდი დატვირთვების მიმართ
- სველი მოხეხვის 2 კლასი DIN EN 13 300 სტანდარტის მიხედვით
