Latex Gloss 60
პრიალა ლატექსური საღებავი. რეცხვამედეგობის კლასი 1.
ფერის ასარჩევად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანს:
599 09 70 03 – სოსო
551 15 72 29 – ნიკა
ან მოგვმართეთ მესენჯერის საშუალებით.
დანიშნულება
ინტერიერის პრიალა საღებავი მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის. საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას და საყოფაცხოვრებო ჭუჭყის მოცილება ადვილად ხდება შესაძლებელი. საღებავის თხელი ფენა ხაზს უსვამს ზედაპირის ფაქტურას და ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და Capaver-ის მინა – შპალერების დასაფარად.
თვისებები
- ამცირებს ემისიას, გამხსნელების გარეშე, პლასტიფიკატორებისაგან თავისუფალი
- არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ ნივთიერებებს
- წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სუსტი არომატის მქონე
- გააჩნია დიფუზიის უნარი
- sd-მაჩვენებელი < 0,5 მ
- ინარჩუნებს ზედაპირის ფაქტურას
- კარგი დაფარვისუნარიანობა
- სითეთრის მაღალი ხარისხი
- სტაბილურად პრიალა, არ ყვითლდება
- მადეზინფიცირებელი და საყოფაცხოვრებო საშუალებების მიმართ მედეგი
- მარტივი მოხმარებისათვის
საღებავის ბაზა
სინთეზური ლატექსი DIN 55945-ის მიხედვით.
შეფუთვა
- სტანდარტული: 2,5 ლ , 12,5 ლ
- ColorExpress: 5 ლ, 12,5 ლ
ფერი
თეთრი
Latex Gloss 60-ის შეფერადება შესაძლებელია CaparolColor Vollton- und Abtönfarben-ის ან AmphiColor Vollton- und Abtönfarben-ის ხელის კოლორანტების მეშვეობით. ასეთ შემთხვევებში, ფერთა სხვაობის თავიდან ასაცილებლად, მასალის საჭირო რაოდენობა სრულად უნდა იქნას შერეული ერთმანეთში. ერთი ტონალობის 100 ლიტრის და მეტი პროდუქტის შეძენისას შესაძლებელია დაკვეთით ქარხნული წესით შერევა.
Latex Gloss 60-ის შეფერადება შესაძლებელია აგრეთვე ColorExpress-ის სისტემის აპარატით, არსებული ფერების შესაბამისად – ღია და საშუალო ფერთა ტონალობებში. ფერზე დაყენებული პროდუქტი დატანამდე უნდა შეედაროს სასურველ ფერს, რათა გამორიცხულ იქნას ფერთა სხვაობა. ერთი ზედაპირის ღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.
სიპრიალის ხარისხი
პრიალა (DIN EN 13 300-ის მიხედვით)
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას
ტექნიკური პარამეტრები
მახასიათებლები დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 13 300_ის საფუძველზე:
კოლირების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უმნიშვნელო აცდენა ტექნიკურ პარამეტრებთან.
- სველი მოხეხვის კლასი: 1, მორეცხვისადმი მედეგი DIN 53778-ის მიხედვით
- კონტრასტი: დაფარვის კლასი 2 , მაჩვენებელი: 7 მ²/ლ დაახლ. 140 მლ/მ2
- მაქს. ნაწილაკების ზომა: fein (< 100 μm)
- სიმჭიდროვე: დაახლ. 1,3 გ/სმ3
მსგავსი პროდუქტები
AcrylFassadenfarbe
Amphibolin
Capamur Finish
PremiumColor
ალპინა ბავშვის ოთახის ბ1
ბავშვის ჯანმრთელი გარემოსათვის
აბრეშუმისებრი მქრქალი, მდგრადი საღებავი ბავშვის ოთახისათვის, ფერების უსაზღვრო მრავალფეროვნებით. საღებავი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. პროდუქტს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ოთახის ჰაერზე და ამგვარად თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე, როგორც გამოყენების დროს, ისე მშრალ მდგომარეობაში.- წყალდისპერსიული
- ეკოლოგიურად სუფთა
- მარტივი დასამუშავებლად
- ბოლოებისა და წიბოების შესანიშნავი დაფარვა
- გამძლეობა დიდი დატვირთვების მიმართ
- სველი მოხეხვის 2 კლასი DIN EN 13 300 სტანდარტის მიხედვით
ალპინა ფასადის განსაკუთრებით მედეგი ბ1
ბათქაშზე, აგურსა და ბეტონზე
მქრქალი წყალამრიდი დისპერსიული საღებავი შეფერილობის შეუზღუდავი არჩევანით თქვენი ფასადის ინდივიდუალური გაფორმებისათვის. პროდუქტი უზრუნველყოფს ძალიან კარგ დაფარვას და ფერის ხანგრძლივ სტაბილურობას. ეფექტურად იცავს ქარისა და ატმოსფერული ზემოქმედებისაგან - ბათქაშის, აგურისა და ბეტონის მედეგი ფასადებისათვის.- ნალექების მიმართ მედეგი
- წყალხსნადი და გარემოსათვის უვნებელი
- მარტივი დამუშავება
- წვიმისაგან კარგი დაცვა
- მაღალი დიფუზიურობა, კლასი V1 DIN EN 1062 სტანდარტის მიხედვით
